უკრაინა რუსეთს მოკლული სამხედროების ცხედრებს უგზავნის

უკრაინამ განაცხადა, რომ სახლში აბრუნებს მოკლული რუსი სამხედროების ცხედრებს. პარასკევს სამხედროებმა საყინულე ვაგონებში ჩატვირთეს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში მოგროვილი ცხედრები.

უკრაინის სამხედრო–სამოქალაქო თანამშრომლობის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ლიამზინის თქმით ეს ნაბიჯი შეესაბამება “საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“.

“კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მეორე მხარის სამხედროების ცხედრები. უკრაინა მზად არის აგრესორს ცხედრები დაუბრუნოს“–უთხრა მან როიტერს.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე საყინულე–მატარებლების არსებობის შესახებ უკრაინის სხვა ნაწილებშიც.

უკრაინა აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან მოკლულია 20 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, თუმცა თავად რუსეთს 25 მარტის შემდეგ გარდაცვლილთა შესხაებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ბოლოს რუსეთმა 1351 სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადა.