„უკრაინა NATO-ს წევრი რომ იყოს, ომი არ დაიწყებოდა. მე მსურს, მივიღო უსაფრთხოების გარანტიები ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის.

თუ ნატოს წევრები მზად არიან, დაგვინახონ ალიანსში, მაშინ ეს დაუყოვნებლივ გააკეთეთ, რადგან ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან.

მაგრამ თუ თქვენ არ ხართ მზად ჩვენი ხალხის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თუ უბრალოდ გინდათ ნახოთ, რომ ჩვენ ორ სამყაროში ვართ, თუ გსურთ ჩვენი ნახვა ამ საეჭვო მდგომარეობაში, სადაც არ გვესმის, შეგიძლიათ თუ არა ჩვენი მიღება – თქვენ ვერ ჩაგვაყენებთ ამ სიტუაციაში, ვერ გვაიძულებთ, ვიყოთ ამ გაურკვევლობაში.

მე მათ პირადად ვთხოვე, რომ პირდაპირ ეთქვათ, რომ “ჩვენ ვაპირებთ თქვენს მიღებას ნატოში ერთ ან ორ ან ხუთ წელიწადში”, უბრალოდ ეთქვათ ეს პირდაპირ და მკაფიოდ, ან უბრალოდ ეთქვათ არა. და პასუხი იყო ძალიან მკაფიო, თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი, მაგრამ საჯაროდ, კარი ღია დარჩება”

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.