უკრაინელებმა ბოლო 24 საათში 6 დასახლება გაათავისუფლეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 მაისს თავის მიმართვაში აცხადებს, რომ უკრაინელებმა,  ოკუპანტებისგან, ბოლო 24 საათში კიდევ ექვსი დასახლება გაათავისუფლეს.

“ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ყველა ქალაქი და ყველა თემი, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ენერგოდარი, მარიუპოლი და დონბასის ყველა ქალაქი და დაბა… ხარკოვის ოლქის თანდათანობით განთავისუფლება მოწმობს, რომ მტრის წინაშე არავის მივატოვებთ”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის პროცესი გრძელდება,  ბრუნდება ელექტროენერგია, წყალმომარაგება, კომუნიკაციები, ტრანსპორტი და სოციალური სერვისები.

ჯამში უკვე დეოკუპირებულია 1015 ქალაქი და სოფელი.