დონეცკში უკრაინელებმა გაანადგურეს რუსული სპეცდანიშნულების რაზმი ციმბირიდან

დონეცკის ოლქის სოფელ იამპილის მიდამოებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მედესანტეებმა გაანადგურეს ოკუპანტების სპეცდანიშნულების რაზმი ციმბირიდან.

კერძოდ, ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მთავარი განყოფილების 24-ე სპეციალური ბრიგადის ჯარისკაცები და მათი ტექნიკა.

“აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მედესანტეები ამ მიმართულებით წარმატებით აგრძელებენ ბრძოლას, მუდმივად ანადგურებენ რუს ოკუპანტებს და მათ ჯავშანტექნიკას.

ერთად გამარჯვებამდე!”,- წერს უკრაინის  საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების სარდლობა.