“ყველაზე რთული ვითარება ახლა ლისიჩანკის მხარესაა. ბელოგოროვკას ტერიტორია დედამიწის პირიდან წაშალეს, მაგრამ მის ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებენ. რაც შეეხება სვატოვოს მიმართულებას და კრემენაიას, იქ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპირატესობა აქვთ, წარმატებულები არიან, თანდათან წინ მიიწევენ, მტრის განუზომელი რაოდენობისა და იქ მუდმივად შემოტანილი ტექნიკის მიუხედავად”,

აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.