უკრაინელებმა მიკოლაევის ოლქი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს – კოსტენკო

უკრაინელებმა მიკოლაევის ოლქი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს – ინფორმაციას რადას სახალხო დეპუტატი რომან კოსტენკო ავრცელებს, რომელიც ოლქის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფება.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიკოლაევის ოლქი მტრებისგან სრულად არის გათავისუფლებული. ახლა ჩვენი სამხედროები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას”, – თქვა დეპუტატმა.