უკრაინელებმა რუსეთის 49-ე სამხედრო დანაყოფის შტაბი გაანადგურეს – 2 გენერალი დაიღუპა

უკრაინელებმა რუსეთის 49-ე სამხედრო დანაყოფის შტაბი გაანადგურეს, შედეგად 2 გენერალი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი საგამოძიებო დირექტორატი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მომხდარს ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩიც.

„ჩვენ გავანადგურეთ სამხედრო დანაყოფის შტაბი ხერსონის რეგიონში. იქ 50-მდე უმაღლესი რანგის რუსი ოფიცერი იყო. უცნობია, რა ბედი ეწიათ მათ, მაგრამ აფეთქება ხმამაღალი იყო“ – განაცხადა არესტოვიჩმა.