უკრაინელი სამხედროები უახლოეს მომავალში, უკრაინაში წარმოებულ ტანკებს გამოიყენებენ – რეზნიკოვი

უკრაინის  თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ მათი სამხედროები უახლოეს მომავალში, საკუთარი წარმოების ტანკებს გამოიყენებენ. რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა იმისთვის, რომ დაიცვან თავი და შეინარჩუნონ სიცოცხლე.

”დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული ტანკი, Oplot BM, უნდა იყოს სატანკო კოალიციის პირველ რიგებში. უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ძლიერია. ეჭვი არ მეპარება, ჩვენ განვავითარებთ მას – განაცხადა რეზნიკოვმა.