ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინაპირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან.
“ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს, ბელორუსის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩეს”,– წერს ზელენსკი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის ყველა ქვეყნის ქალაქი მისაღებია, გარდა იმ ქალაქებისა, რომლებიდანაც უკრაინისკენ რაკეტებს არ ისვრიან.