#უკრაინისთვის – პარლამენტთან 7 საათზე აქცია გაიმართება

დღეს, პარლამენტთან 19:00 საათზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ზედიზედ მესამე დღეა თბილისში რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაპირველად Twirter-ზე, შემდეგ კი საგანგებო მიმართვაში ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობაზე უკეთესია.

“რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე!” – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც “სირცხვილია” ავრცელებს.