უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის – ჰარცელი

ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი – გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. თქვენ ნახეთ, რომ ევროკავშირმა გააგზავნა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის განხორციელებას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მე ეს აქ საქართველოშიც ვნახე, სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პირების მიერ.

რაც შეეხება მიმდინარე განხილვებს, მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს. მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. ის თუ როგორ უნდა იყოს ეს ფორმულირებული პარლამენტის საქმეა და ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა ელჩმა.