უკრაინისთვის $40 მილიარდიანი დახმარების აქტი ბაიდენს ხელმოსაწერად სამხრეთ კორეაში ჩაუტანეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში ყოფნისას ხელი მოაწერა უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს.  წარმომადგენელთა ორივე პალატის მიერ დამტკიცებული, დახმარების აქტი ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს სამხრეთ კორეაში ჩაუტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.

ბაიდენი ამჟამად ესწრება სახელმწიფო ვახშამს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან. მან დახმარების პაკეტს ხელი კამერის მიღმა მოაწერა.დახმარების პაკეტი მოიცავს 20,1 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც სავარაუდოდ, ითვალისწინებს მოწინავე იარაღის სისტემების გადაცემას, როგორიცაა საზენიტო რაკეტები და შორი დისტანციის არტილერია.