უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგეს. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული ძალები ლუჰანსკის ოლქის შემდეგ დონეცკის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადებიან.
“ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ თავიანთი პოზიციები და ხაზები დაეტოვებინათ,” – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.