უკრაინის კონტრშეტევაზე ყველა საუბარი დეზინფორმაციაა – ლუკაშენკო

„ბევრი ახლა ამბობს: „კონტრშეტევა, კონტრშეტევა!“… ნებისმიერ ბრძოლაში დეზინფორმაცია ძალიან საშიშია. გაიხსენეთ კურსკის ბრძოლა, სტალინგრადის მახლობლად, როცა წარმატებით ვაცდიდით მტერს და მოვიგეთ ეს ბრძოლა…
მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეს „კონტრშეტევა“ ყველაზე დიდი დეზინფორმაციაა. ჩემი გადმოსახედიდან „კონტრშეტევა“ არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. ეს უბრალოდ სიგიჟეა.”

აცხადებს, ბელარუსის პრეზიდენტი  ალექსანდრ ლუკაშენკო.