უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემია – პენტაგონი

უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ხერსონში 1-ელ სექტემბერს დაიწყო, იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა. – აცხადებს, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწე, საშა ბეიკერი.

CNN-ი იუწყება, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის ძალების ოპერაციას „კონტრშეტევა“ უწოდა.

„ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევის პროგრესს. ვფიქრობ, ვნახეთ იმედის მომცემი ნიშნები, რა თქმა უნდა, თუნდაც მხოლოდ ბოლო ან ორი დღის განმავლობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსები ძლიერი მოწინააღმდეგეები არიან და, ვფიქრობ, წინ ხანგრძლივი ბრძოლაა“, – განაცხადა ბეიკერმა.