“პოდოლიაკი და კიდევ მისი ძმანი მისნი, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის “ჭე” კლასის, თუ არ ვცდები ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ და რამდენადაც გავიგე, თურმე უკრაინის ის მაგარი ბიჭები, მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც მათი არასწორი განცხადების და პოლიტიკის გამო და ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ახლა შენ ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო გაჭირდება. ეს არის ფასიანი ლობისტი სავარაუდოდ სააკაშვილის, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული, უამრავი ჰყავს მათ შორის მთავრობაში, მათ შორის და ამიტომ ამაზე დროს ნუ დამაკარგვინებთ. ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში”,

ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის იმ  განცხადებას სადაც პოდოლიაკმა პრორუსი ოლიგარქების დასანქცირება მოითხოვა და მათ შორის ივანიშვილიც დაასახელა.