უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 26 კამიკაძე დრონი გაანადგურეს

ირანული დრონის Shahed -136-ის ნამსხვრევები ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მახლობლად იპოვეს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 26 Shahed-136 ტიპის დრონი გაანადგურეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.

  • “გუშინ ამ მიმართულებით 11 კამიკაძე დრონის განადგურების შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია. 3:30-დან 7 საათის ჩათვლით, დამატებით 11 დრონი განადგურდა. ასე რომ, ამ ტერიტორიაზე ღამით ჩვენ 26 Shahed-136 გვყავს განადგურებული”, – აღნიშნა მან.

უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იყო.