“რატომ არ ჩადის [უკრაინაში] მაგალითად ევროკავშირის წევრი უამრავი ქვეყნის პრემიერი? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს. ესაა ის, რომ ელჩი ჯერ გაიწვიეს ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ, საერთოდ გაათავისუფლეს, თუმცა როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით აქტი ჯერ არ არის გამოცემული. პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ დღემდე დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია. ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში გარკვეულ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.