უკრაინული ბანკებისა და სამინისტროების საიტებზე მორიგი კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულ სახელმწიფო საიტებსა და უკრაინულ ბანკებზე მორიგი ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა.

ამჟამად შეზღუდულია წვდომა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი რადას ვებგვერდზე. მედიის ცნობით, ჰაკერებმა სპიკერ რუსლან სტეფანჩუკისა და მისი ოჯახის საბანკო ბარათების წართმევაც სცადეს.

სახელმწიფო საიტებზე შესვლისას ვკითხულობთ, რომ “შესვლა შეუძლებელია”. უკრაინის მხარის მიერ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.