უკრაიულმა ძალებმა ხერსონში ვისოკოპოლიე აიღეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში დასახლება ვისოკოპოლიე გაათავისუფლეს. ადგილობრივი საავადმყოფოს სახურავზე კი უკრაინული დროშა აღმართეს.

ამის შესახებ ტელეგრამ არხები და ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო იუწყებიან. ვრცელდება დროშის აღმართვის ფოტოც, რომელიც თავად სამხედროებმა გაავრცელეს. მედიის ინფორმაციით ფოტო დღეს დილით არის გადაღებული.