უნათესაო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ დეპუტატი ნამდვილად არ ვიქნებოდი – ბოლქვაძე

ხულოს, შუახევისა და ქედის დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე საერთაშირისო გამჭვირვალობის კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ არასდროს არავის ტენდერში ჩარეულა და უნათესაო რომ ყოფილიყო, მესამეჯერ პარლამენტის წევრი ვერ გახდებოდა.

“უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ, შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ არასოდეს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესაო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ მე პარლამენტის წევრი ნამდვილად არ ვიქნებოდი. არსებობს ჩემი დეკლარაცია, სადაც ნაჩვენებია ჩემი ქონებაც, შრომაც და რაც გამაჩნია. ყველამ მისი საქმე უნდა აკეთოს”,– თქვა ანზორ ბოლქვაძემ.

გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით ჯამში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს.