“ჩვენ უნდა დაველოდოთ, ასევე, რა რეაქცია ექნება რუსეთს ამაზე. რუსეთის პოზიცია იქნება საქართველოს მიმართ კიდევ ერთი დამატებითი მესიჯი, რომელიც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფასთანაა დაკავშირებული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით და ამავდროულად, გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მაღალი რისკები და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ქვეყანა ამ მძიმე პოლიტიკური პირობებიდან, რომელიც შექმნილია რეგიონში, გამოვიყვანოთ მოგებული და არა კიდე უფრო დაზიანებული”

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი ბიბილოვის განცხადებაზე. ცნობისთვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ აპირებს სამართლებრივი ზომების მიღებას “სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შესაერთებლად. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.