გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თენგიც ცერცვაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.
ჯაფარიძის თქმით, “ექიმები”, რომლებიც ლოქდაუნს ითხოვენ, “შემოსავლის გარეშე უნდა დატოვო და 200-ლარიანი შემწეობა მისცე”.
“ეს ადამიანები, კრებსითად “ექიმებს” რომ ეძახიან, ვისი რეკომენდაციებითაც ასობით ათასი ადამიანი დარჩა ვალებში და შემოსავლის გარეშე, უნდა დაალოქდაუნო ზუსტად ისე, როგორც სხვების დალოქდაუნებას ითხოვენ.
უნდა დატოვო შემოსავლის გარეშე, ვისაც აქვს – დაუხურო ბიზნესი, აუკრძალო გადაადგილება, მისცე 200-ლარიანი შემწეობა და ა.შ. და სამი თვის მერე დაიწყო მათი რეკომენდაციების მოსმენა.
შარშან გაზაფხულზე უნდა გაკეთებულიყო ეს, მაგრამ ახლაც ღირს დაწყება და მათ ქცევაზე დაკვირვება”,- წერს ჯაფარიძე Facebook–ზე.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს განაცხადა, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, რათა კორონავირუსის მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ.
მისი თქმით, აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში ბევრად მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში.