“იმისათვის, რომ ჰუმანიტარული კრიზისი არ გაუარესდეს, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების პროცესის რაც შეიძლება მალე განახლებას. ეს არის იტალიისა და ევროკავშირის პოზიცია, რომელიც მე გავუზიარე[აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს”

განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ იტალიური მედიის ცნობით. დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარტნიორებს მოუწოდა, არ შესთავაზონ ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ეს შეუძლებელია მანამდე, სანამ რუსული ჯარები სრულად არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას.