უნდა ჩავატაროთ საპროტესტო… კი არა, მშვიდობიანი აქცია – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ 27 ოქტომბერს მათი აქცია მშვიდობიანი იქნება. მისი თქმით, აქციის მიზანი ამომრჩევლის მობილიზაციაა.

“მიზანია, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ, ყველა ჩვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე, ახლა არ არის მოდუნების დრო. ვიცი, რომ ყველას სჯერა, რომ მეორე ტურებს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძლიერი მოგება. სწორედ ამ მიზნით უნდა ჩავატაროთ მშვიდობიანი, დიდი საპროტესტო კი არა, მშვიდობიანი აქცია. ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არ არის არავითარი კონტრაქცია, ჩვეულებრივი, მშვიდობიანი აქციაა”,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, მმართველი პარტია თავისუფლების მოედანზე 27 ოქტომბერს აქციის ჩატარებას გეგმავს.