შაბათი, 21 დეკემბერი , 2024, 21:23

”უპრეცედენტო გადაწყვეტილება” – რუსეთის პატრიარქი ევროკავშირში არ შეუშვეს

რუსეთის პატრიარქი, კირილე ამბობს, რომ ევროკავშირში არ შეუშვეს.ამის შესახებ კირილემ აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.

“მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება: არ შეუშვან პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ასე არ იყო არც ცივი ომის დროს. ჩნდება კითხვა: რატომ? თუ ისინი მართლები არიან და მე ვცდები, დამპატიჟეთ ტელევიზიაში, დაიწყეთ ჩემთან დიალოგი, დაამტკიცეთ თქვენი საქმე. მათ ამის ეშინიათ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა და არა მათ”, – თქვა კირილმა.