უტიფარი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია – სესიაშვილი სააკაშვილზე

“სააკაშვილი ჩემთვის იმდენად უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, ლიდერსაც ვერ დავარქმევ” – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„არ მგონია, რომ ღირდეს მისი განცხადება რაიმე სახის კომენტარისთვის. თავად არის აბნეული თავის ტყუილებში თავის ვითომდა პოლიტიკურ ინტერესებზე გათვლილი განცხადებებით და თავისთვის შეინახოს ეს ყველაფერი. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ნაბიჯები კეთილდღეობისკენ და ქვეყნის გაძლიერებისკენ, ვინც ამის ირგვლივ გაერთიანდება, მადლობა ყველას”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, მას ზუსტი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს.