უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს ქვეყანაში – ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე

სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში – აკეთებს კომენტარს თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის გაჭიანურების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი. მისი თქმით, უნამუსო ტყუილია, რომ ძებნის დროს პოლიციამ საკმარისი არ ძალისხმევა არ გამოიჩინა. მისი თქმით, ამ საქმესაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ.

“არაერთი ათეულობით მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს არის ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არაერთხელ უთქვამს, რომ არის საქმეები, რომელთა გამოყენებაც პოლიტიკური მიზნით არ შეიძლება. ვოლსკი ამბობს, რომ ბუტა რობაქიძის საქმის გაპოლიტიკურებაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესია.