უფრო სარწმუნო, ავტორიტეტული კვლევებით ვიცით, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა – თალაკვაძე

უფრო მეტად სარწმუნო, საჯარო, ავტორიტეტული კვლევებით ვიცით, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

“ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ საარჩევნო კამპანიის შედეგად, ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ამ მხარდაჭერას. შესაბამისად, კვლევები რა თქმა უნდა, ერთმანეთს ავსებს და ამ შემთხვევაში 2 ან 3 საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა გაძლევთ პასუხს კითხვაზე, თუ რეალურად ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს. ეს არ არის პირველი კვლევა და თუ მოქალაქეების ნაწილი შესაძლოა დღეს რომელიმე კვლევით ორგანიზაციასთან არ აფიქსირებს, ამ ნაწილში თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ სხვა საზოგადოებრივ კვლევებს. საზოგადოებრივი კვლევები არის იმისთვის, რომ შედეგების გადამოწმებით, ურთიერთშეჯერებით გამოიტანოთ რეალური დასკვნები, თუ რა ვითარებაა დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და დემოკრატიული არჩევნებით, მზად ვართ სამართლიანად გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.