უწმინდურობის, ანტიქრისტიანობის სათავე თვით კათალიკოს პატრიარქია – მეუფე პეტრე

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე პეტრე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმიანება და ამბობს, რომ თავად ილია მეორე და მისი საპატრიარქოა “უწმინდურობის სათავე”.

“პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან გამომდინარე შეიძლება სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იქ მოხსენიებული უკეთურებანი, უწმინდურობის, ცილისწამების, უსამართლობის, ანტიქრისტიანობის სათავე არის ქვეყანაში თვით კათალიკოს პატრიარქი და მის მიერ შექმნილი საპატრიარქო. ეს არის აშკარა დადასტურება იმისა, რომ საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესია და მისი მმართველობის ორგანო, საპატრიარქო არის ღრმა სულიერ ეკლესიურ კრიზისში”,– ამბობს მეუფე პეტრე ტვ პირველთან საუბრისას.

გუშინ საპატრიარქომ ილია მეორის საშობაო ეპისტოლე გამოაქვეყნა. მასში პატრიარქი წერს, რომ ქვეყანაში თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების წახალისება ხდება.