„ლელომ“ თავს ჰკითხოს, უხერხული არ არის “ნაცმოძრაობის” გვერდზე დგომა?ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ამრევების დამქაშები გახდნენ 0
„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი აქვს, ქაოსისკენ მიმართული პარტიაა, უნდათ რევოლუცია, არეულობა, სხვანაირად ვერ გრძნობენ თავს. აი, „ლელოს“ ამომრჩეველი დაფიქრდეს ერთი, რომელ პარტიას მისცეს ხმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის “ დაკრულზეა? რომელიც პირიქით, წესით, რესპექტაბელური პარტია უნდა ყოფილიყო, საქმიანი პარტია უნდა ყოფილიყო, ამ დროს, ამრევების დამქაშები გახდნენ. ჩაერთე, მოდი, იმუშავე პირველივე დღიდან, შენი კვალიფიკაცია, შენი ცოდნა ჩადე ამაში, ნუ დგახარ შორიდან და შარს ნუ ეძებ. „ლელომ“ თავის თავს ჰკითხოს, უხერხული არ არის მათთვის „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე რომ დგანან და არა დანარჩენი პარტიების გვერდზე? უკეთესი საქართველოსთვის გადადგმული ნაბიჯია საარჩევნო კოდექსი და ცვლილებები. ამ ცვლილებებით ჩვენ უნდა დავასრულოთ და დავასრულებთ ერთ, საშინელ, ეროვნულ პრობლემას – არჩევნებისადმი უნდობლობას. ამით მე, ლევანი და ჩვენი პარტია „მოქალაქეები“ ძალიან ამაყი ვიქნებით, „ლელოსაც“ შეეძლო ამაყი ყოფილიყო, სხვებსაც შეეძლო, ვინც მხარი დაუჭირა, იმათაც შეუძლიათ ეს სიამაყე გაიზიარონ, მაგრამ „ლელო“ ვერ იქნება ვერაფრით“, – განაცხადა ელისაშვილმა.