ფაიზერთან საბოლოო კომუნიკაციისას 1 მილიონ დოზაზე შევჯერდით – ტიკარაძე

”ფაიზერთან საბოლოო კომუნიკაციისას 1 მილიონ დოზაზე შევჯერდით”- ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფაიზერთან კომუნიკაციისას სამინისტრო მათი წარმოების ვაქცინის 1 მილიონ დოზის მოწოდებაზე შეჯერდა, თუმცა მისივე განმარტებით, ჯერ გაურკვეველია, რა დროში და რა ფორმატით მოხდება ეს.

“ფაიზერთან მიმართებით, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება, ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე”, – ამბობს ტიკარაძე.