ფაიზერის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფაიზერის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა.

“ფაიზერის ვაქცინა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. შესაბამისად, მოხდება პირველ ლოკაციაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მისი ტრანსპორტირება და შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც გაგრძელდება ფაიზერით პირების ვაქცინირება. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ყველა დაშვებული ჯგუფისთვის”,- ამბობს ტიკარაძე.

ქვეყანაში ვაქცინის 29 250 დოზა შემოვა, რაც 14 625 ადამიანს გაუკეთდება.