მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა, მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ მშვიდობიანი პირობები დანებებაა.
მედიის ინფორმაციით, მათ კორდონი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. ისინი ნიკოლ ფაშინიანის, გადადგომას ითხოვენ.