ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული – თბილისი ენერჯი

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული.

„კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, – აცხადებს თბილისი ენერჯი.

ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.