ფილარმონიასთან აფეთქებისას ერთ–ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ალადაშვილის კლინიკის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია აცხადებს, დაშავებულ მამაკაცს სახის და გულ–მკერდის დამწვრობა აღენიშნება.

“სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 33 წლის მამაკაცი. შემოსვლისთანავე დაფიქსირდა ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. მას აღენიშნება სახის მიდამოს, გულ-მკერდის მიდამოს დამწვრობა. ჭრილობა მხრის, კისრის და სახის მიდამოში. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ინფორმაცია იქნება გაფართოებული კვლევის შედეგად”, – განაცხადა ბესელიამ.

რამდენიმე საათის წინ ფილარმონიასთან, კლუბ დე-ჟავუში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი, დაშავდა სამი ადამიანი.