ფილიპინების პრეზიდენტმა პოლიციას უბრძანა, კარანტინის წესების დამრღვევები დახვრიტონ

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ძალოვანებს უბრძანა, დახვრიტონ კარანტინის წესების დამრღვევი პირები, თუკი ისინი სამართალდამცავებს არ დაემორჩილებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებენ.

,,ჩემი განკარგულება პოლიციასა და სამხედროებს: თუკი ისინი უმართავები გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, დახვრიტეთ ისინი! სჯობს დაიხოცნონ, ვიდრე ქაოსი გამოიწვიონ. მე თქვენ უბრალოდ დაგმარხავთ,”- განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს.

პრეზიდენტმა მიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მოქალაქეებმა დახმარების მოთხოვნით აქცია გამართეს, რომელიც მათi თქმით, ჯერ არ მიუღიათ. დუტერტემ მათ უთხრა, რომ ყველას დააკავებს და კორონავირუსის გავრცელების დამთავრების შემდეგ გაათავისუფლებს.

,,დაგაკავებთ და გაგათავისუფლებთ COVID-19-ის კრიზისის დამთავრების შემდეგ. თუ თქვენ იქნებით დაკავებული, თქვენ იქნებით თქვენი თავის პატრონები, თუ როგორ იშოვოთ საჭმელი”,- მიმართ პრეზიდენტმა.

მას პოლიციას პატრულირებისკენ მოუწოდა და უბრძანა, იპოვონ უხეში ხალხი, ვინც ჯანდაცვის მუშაკებს შეურაცხყოფას აყენებს.

ბოლო მონაცემებით, ფილიპინებში კორონავირუსს 96 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2 311 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 50-ია.