ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში წევრობის განაცხადები შეიტანეს

NATO-ში ფინეთისა და შვედეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.

„მე თბილად მივესალმები ფინეთისა და შვედეთის განაცხადებს, რომ შეუერთდნენ NATO-ს. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი წევრობა NATO-ში ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. განაცხადი, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ არის ისტორიული ნაბიჯი. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს NATO-მდე მისასვლელ თქვენს გზაზე. ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და მივაღწიოთ სწრაფ შედეგებს.“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მანამე ქვეყნები ნეიტრალურ სტატუსს ატარებდნენ.