სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერენ ფოთში გიგი უგულავას კანდიდატურას. მისი განცხადებით, კონკურენტუნარიანი კანდიდატი თავად ეყოლებათ.
„ფოთში გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, მესამე ძალის კანდიდატი, შესაბამისად, საკუთარ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. არ ვიცი [უგულავას შანსები], ამას არჩევნების შედეგები გვანახებს, წინასწარ პროგნოზირება ძნელია.
ჩვენ დავაყენებთ კონკურენტუნარიან კანდიდატს, რომ არ იყოს კონკურენტუნარიანი, არ დავაყენებდით. ჩვენ მხარს დავუჭერთ და ვიმუშავებთ საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაზე“,– თქვა მან “იმედთან” საუბრისას.
ცნობისთვის, ოპოზიციიდან ფოთის მერობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს.