ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება

ოპოზიციიდან ფოთის მერობის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. ინფორმაციას ადასტურებს ენმ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარ დარეჯან ცხვიტარია.

“გადაწყდა გიგი უგულავას კანდიდატურა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამიტომაც უნდა მივცეთ ხმა. იცის, რა უნდა გააკეთოს. უნდა გავერთიანდეთ, ვიღაცა მოგვწონს, ვიღაცა არ მოგვწონს ახლა ამის დრო ნამდვილად არა გვაქვს. უნდა დავდგეთ ერთად და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის ყველაფერზე მაღლა მდგომი პრინციპული დამოკიდებულება”, – ამბობს ის.

მისი წარდგენა 21 აგვისტოს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.