ფონიჭალაში სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით – მელია

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ფონიჭალაში კოალიციამ მოიგო სამივე საარჩევნო უბანი.

მისი თქმით, შედეგები უკვე დაითვალეს, ვინაიდან არჩევნები ამ უბნებზე ელექტრონულად ტარდებოდა.

“პირველადი შედეგები მოდის თბილისის სხვადასხვა უბნებიდან. მოგეხსენებათ, კრწანისში, ფონიჭალაში, სადაც 3 საარჩევნო უბანი მდებარეობს და წლების განმავლობაში არასდროს მოგვიგია სამივე უბანი ერთდროულად. ვინაიდან, ელექტრონულ ფორმატში ტარდება არჩევნები, ეს ხმები უკვე დათვლილია და სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში”,- თქვა ნიკა მელიამ.