“ეს ევროპაში ხდება?”,– ასე ეხმიანება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ხელისუფლების მიერ სააკაშვილითან ანა ფოტიგას არშეშვებას.
“საქართველოს ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცეს ანა ფოტიგას – პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ევროპარლამენტის კონსერვატორ მინისტრს, ასევე ლიეტუვის სეიმის წევრ რაიმუნდას ლოპატასა და სოციალ-დემოკრატ – ვილია თარგამაძეს. ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისში, რათა შეხვედროდნენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს. და ეს ევროპაში ხდება?“ – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი Facebook-ზე.
სააკაშვილთან არშეშვების შესახებ ანა ფოტიგამ ტვიტერზე რამდენიმე საათის წინ დაწერა. ის სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.