მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრეს – ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას განცხადებით, საქართველის მთავრობამ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე.

მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტის სიცოცხლეზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა.

“მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მივიღე. დასანანია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა. კვლავ ვიმეორებ, რომ სიტუაციის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”, – წერს ფოტიგა Twitter-ზე.