ფრენების გახსნის შემდეგ კარანტინში გადაყვანის სქემა იცვლება

საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტი ექნებათ, საკანატინოსივრცე აღარ დასჭირდებათ. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, საქართველოს მოქალაქეების საკარანტინე სივრცეებში გადაყვენის სქემა შეიცვლება.

“მას შემდეგ, რაც დაემატება და გაიხსნება დამატებითი ფრენები, საკარანტინო სივრცეებში შემოსულ ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება. ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს. მოქალაქეებს, რომელთაც PCR ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე”, – განაცხადა გახარიამ.