ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება – მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება.

“ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება, დღეს, მაგალითად, 2 ათასს გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რაც საკმაოდ პოზიტიური ტენდენციაა. პროცესის მართვა გრძელდება”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 2 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 14 829 გახდა.

აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის  1 731 ახალი შემთხვევა დადასუტრდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაიციენტი, 15 კი გარდაიცვალა.