ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის

“ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმული შერაცხმყოფელი განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა.

“უნდა მოგიხადოთ ბოდიში იმ, პირდაპირ რომ ვთქვათ, შეურაცხყოფების გამო, რაც თქვენ მიმართ იყო ამ თვეების განმავლობაში. მაშინაც ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს თქვენ არ გეკუთვნოდათ. ახლა, ამ კომისიის მუშაობის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ თქვენ არ გეკუთვნოდათ ასეთი გამონათქვამები”, –  თქვა ფრიდონ ინჯიამ.