ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CBS News-ი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულია 15 ამერიკელი, მათ შორის ათი საზღვაო ქვეითია. დაჭრილია კიდევ აშშ-ის 18 მოქალაქე, დაშავებულია 2 000-მდე ადამიანი.

გუშინ ვღანეთის დედაქალაქში – ქაბულის აეროპორტთან და სასტუმრო Baron-თან , ორი აფეთქება მოხდა, სადაც მედიის მონაცემებით, უცხოელები იმყოფებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.