“ქარველ ხალხს და უკრაინელ ხალხს არ ჭირდება ავანტურისტი და სააკაშვილის მსგავსი დესპოტი“–კალაძე უკრაინულ ტელეარხზე

უკრაინულ ტელეარხ “112 უკრაინა“–ს ეთერში ჩართვისას კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ ძალიან უყვარს უკრაინა თუმცა  სააკაშვილის ვიცე-პრემიერად  დანიშვნა, რა თქმა უნდა, დააზიანებს იმ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და უკრაინას  შორის არის. ხოლო შემდეგ  პირადად სააკაშვილი მოახერხებს, რომ უკრაინას რაც შეიძლება, მეტი პრობლემები გაუჩნდეს.

“დარწმუნებული ვარ რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეგობარი და ქვეყანა, რომელიც  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს ჩვენს პარტნიორულ  და მეგობრულ ურთიერთობებს და არ დანიშნავს    ვიცე პრემიერის პოსტზე სისხლის სამართლის საქმეებზე გასამართლებულს. ორ საქმეზე სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი ყველა ინსტანციაში, მათ შორის სტრასბურგში. ერთ შემთხვევაში მან    პარლამენტის  დეპუტატს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მიუგზავნა და ისე სცემეს, რომ ძლივს გადარჩა. მეორე შემთხვევა კი დასრულდა ადგილზე ახაგაზრდა ადამიანის სიკვდილით. რამდენიმე საქმე განხილვის სტადიაში, მათ შორის 8 მილიონის დატაცება, დემონსტრაციის დარბევა, მედიის მიტაცება და ა.შ. ჩემი აზრით ჩვენი სახელმწიფოების ისტორია და პარტნიორობა,   ჩვენი ხალხის ურთიერთობა და მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული პირის დანიშვნა.

არც საქართველოს და ქარველ ხალხს, არც უკრაინელ ხალხს არ ჭირდება ავანტურისტი და სააკაშვილის მსგავსი დესპორტი.    ეს დაამტკიცეს საქართველოში, ეს დაამტკიცეს უკრაინაში, როცა  ის დანიშნეს ოდესის გუბერნატორად, თუმცა პროვოკაციების და პირადი ქულების ჩაწერის გარდა არაფერი გაუკეთებია.

კითხვეთ ქარველ ხალხს და მიიღებთ პასუხს იმ საშინელებების შეახებ, რასაც ის აკეთებდა საქართველოში წლების მანძილზე.

ვფიქრობ, საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც სააკაშვილი უკვე გუშინდელი დღეა. ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები და მხოლოდ წინ უნდა მივიწევდეთ და არა უკან“, – თქვა კალაძემ.