ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტის არჩევნებს – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები რასა იუკნუვიჩინე და ანდრიუს კუბილიუსი არჩევნებთან და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ადგილობრივ არჩევნებს აფასებენ.

ისინი იზიარებენ ეუთო/ოდირისა და ამერიკის საელჩოს განცხადებას და ამბობენ, რომ ქართველები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის უფრო მაღალი სტანდარტს.

“ჩვენ ვიზიარებთ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა, გარემო მოწამლა ძალიან გავრცელებულმა და მუდმივმა ბრალდებებმა დაშინების, ხმათა მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლისა და უთანასწორო სივრცემ.

ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილებს პოლარიზებულ მედიაგარემოზე, რესურსების გადანაწილების თვალსაჩინო დისბალანსსა და კამპანიის დაფინანსების არასაკმარის კონტროლზე, კამპანიებში ქალთა ნაკლები წარმომადგენლობაზე, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებასა და ჟურნალისტებზე ზეწოლაზე. მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების არათანაბარ გადანაწილებასთან ერთად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური გარემოს მიმდინარე პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც. ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი იმისა, რომ ესა, თუ სხვა განმეორებითი საარჩევნო დარღვევები ნელ-ნელა გარდაუვალი გახდეს.

ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესს. დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი  სამართლიანი საარჩევნო პროცესი”. –ვკითხულობთ წერილში.