”ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე და სიბინძურის არაერთი გამოვლინება ვნახეთ ჩვენ ამ დღეებში. მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია თავისი შინაარსით. თან მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რომ ყველაფერში ფსევდოები არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან ამბიციურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებით, მენტალიტეტით. სინამდვილეში, ყველაზე ჩამორჩენილი კასტა, ვინც კი არის საქართველოში, არიან სწორედ ესენი, ვინც ასეთ რაღაცებს აკეთებს. ესენი არიან ე.წ. ლიბერალები, ფსევდო ლიბერალები. ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში. მე ასე ვიტყოდი და ეს არის ეს კასტა რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს, მათ სიბნელეს უბრალოდ საზღვარი არ აქვს. ”

განაცხადა, “ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში  სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატზე, რატი იონათამიშვილზე გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად.